Sunday, March 13, 2016

დღე მეცხრე

დავასრულე პროექტზე მუშაობა. განვაახლეთ  და დავათვალიერეთ ინტერნეტში .ვისწავლე პორტფოლიოში  ინფორმაციის დამატება   წაშლა. საინტერესო იყო.

Saturday, March 12, 2016

დღე მერვე

დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონი  ჩავწერე ყველა  დარჩენილი პუნქტის გრაფიკა  განვიხილეთ საავტორო უფლებებზე ნებართვის წერილი .საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო.

Saturday, March 5, 2016

პროექტის პორტფოლიო

პროექტის  პორტფოლიოს სანახავად გადადით  ბმულზე

Friday, November 8, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელი:აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
მოსწავლის ასაკი 15-16 წელი
საათების რაოდენობა   4 სთ          
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ეფრიკიან ნორა

პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: efrikiannora@gmail.com